пятница, 19 декабря 2008 г.

მღვიმე

1. პროექტის სახელი:,, მღვიმე”

2. პროექტის ამოკლე ღწერა: საქართველოს ტერიტორიზე არსებული მღვიმეების მოძიება და მათი შესწავლა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მღვიმეებს, მისი წარმოშობის ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით. ეწყობა ექსკურსია, რომლის დროსაც მოსწავლეები ატარებენ მცირე კვლევს, ხდება სურათების გადაღება, ჩანახატების გაკეთება, იქ მცხოვრები მოსახლეობისგან სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ ანალიზი. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ მღვიმეს წარმოქმნის შესახებ თავიანთი ვარაუდები მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ფოტო ალბომი და განათავსონ ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-17 წელი/მე-ვ მე-11 კლასები.

5. ვადები/ხანგრძლივობა:სასწავლო წლის ნებისმიერი ორი თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენის მოწყობა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნა ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნა ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით. სკოლაში მოეწყობა გამოფენა. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული მღვიმეს შესახებ.

8. სარგებელი სხვებისთვს: პროექტის საიტისა და სკოალში მოწყობილი გამოფენის მნახველები შეიტყობენ არსებული მღვიმეების შესახებ, გაიგებენ მათი წარმოქმნის ისტორიას, გაუჩნდებათ სურვილი ამ ადგილების ნახვის და მეტად გაუფრთხილდებიან მილიონობით წლის წინ წარმოქმნილი ბუნების ამ საოცრებებს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია( ისტორიული ცნობების მოძიება) ,მათემატიკა(გაზომვების ჩატარება, სტალაქტიდების ზომების მიხედვით ასაკის დადგენა და სხვ.), გეოგრაფია(მღვიმეების გავრცელების გეოგრაფიულ თავისებურებებს), ქიმია (ნიადაგისა და წყლის ანალიზი)
მუსიკა(გამოქვაბულის აკუსტიკა), ხატვა(ჩანახატების გაკეთება, სხვადასხვა ფორმების აღმოჩენა).

11.მონაწილეები სხვადასხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სხელი: ნინო კაპანაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:kapanadzenino@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac504e
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.mgvimeebi.blogspot.com